რა არის რობონაუტი?

სტატიაში თანდართული ვიდეო რომ ვიხილე, ლამის შევცვალე ამ სტატიის სათაური "ვინ არის რობონაუტი"თ. რობონაუტი არის ტექნიკური ჰუმანოიდი, რომელიც NASA ს ჯონსონის კოსმოსურმა ცენტრმა, ტექსასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში შექმნა.


რობონაუტის შექმნის მიზანი ადამიანის დახმარება და მისი ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გაადვილებაა. რობონაუტი დაპროგრამებულია თითქმის ყველა იმ ფუნქციებით, რომლებსაც ასრულებს ადამიანი-ასტრონაუტი.


ამჟამად სხვადასხვა ტიპის რობონაუტებზე მიდის მუშაობა, NASA და General Motors -ი ერთად მუშაობენ ულტრა თანამედროვე რობონაუტ 2-ის მოდელზე რომლის შესაძლებლობები აღფრთოვანებას იწვევს მაღალი, ანთროპომორფიკული თვისებებით. ის განსაკუთრებული სიზუსტით ამოძრავებს თითებს, გადააწოდებს ნივთებს, ფრთხილად და ფაქიზად ეხება საგნებს და ხუთჯერ უფრო მეტ სისწრაფეს ავლენს ვიდრე მისი წინამორბედი რობონაუტ 1.



მას შეიძლია შეცვალოს ადამიანი-ასტრონაუტი ყველაზე საშიშ სამუშაო მონაკვეთებზე, გავიდეს კოსმოსური სადგურის გარეთ, ღია სივრცეში და იქ შეასრულოს ნებისმიერი სამუშაო.

რობონაუტის პროექტი ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება კაცობრიობას. დაგეგმილია რობონაუტის გამოყენება კოსმოსში, ინტერნაციონალურ კოსმოსურ სადგურზე, გეოლოგიური ექსპედიციების ჩასატარებლად ასტეროიდებზე და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე.

0 reacties:

Post a Comment

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Design Blog, Make Online Money